სიდნეიში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის “სატანური” ქსელი გაშიფრეს

“ავსტრალიის დეტექტივებმა სიდნეის გარეუბნებში მომუშავე ოთხ მამაკაცს ბრალი წაუყენეს საერთაშორისო კრიმინალურ დაჯგუფებაში სავარაუდო მონაწილეობისთვის, რომელიც ინტერნეტში სატანიზმთან დაკავშირებული სიმბოლოების გამოყენებით, ბავშვზე სექსუალური ძალადობის ამსახველ მასალას ავრცელებდა”,- ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

პოლიციის ცნობით, ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა სიდნეის რამდენიმე მისამართზე, სადაც ამოღებულია კომპიუტერები, ტელეფონები და სხვა ციფრული მოწყობილობები. აღმოჩენილ ჩანაწერებში ჩვილობიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ ჩართულნი.

პოლიციის ცნობით, ოთხი მამაკაცი ერთმანეთთან ურთიერთობდა და ბავშვზე ძალადობის „აშკარა“ მასალას საერთაშორისოდ ადმინისტრირებული ვებსაიტის საშუალებით აზიარებდა. დაკავებულებს შორის არის 26 წლის მამაკაცი, რომელსაც გამოძიება ჯგუფის ცენტრალურ ფიგურად მიიჩნევს, ხოლო დანარჩენი სამი ბრალდებული 30–40 წლის ასაკის არიან.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ამოღებულ მასალებში ფიქსირდება „რიტუალისტური/სატანური“ სიმბოლიკა, რის გამოც, გამოძიება განსაკუთრებული ზედამხედველობით მიმდინარეობს.

ამასთან, მედიის ცნობით, გამოძიება მიმართულია როგორც მასალათა გავრცელების მასშტაბების, ისე შესაძლო მსხვერპლთა იდენტიფიკაციის დადგენისკენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები