“ნაცმოძრაობა“ ახლა პოლიტიკურ ჭაობშია; ჭაობის პრინციპი კარგად ვიცით, რაც უფრო აქტიურობ, მით უფრო სწრაფად იძირები” – მაჭარაშვილი
“ნაცმოძრაობა“ ლიკვიდაციის პროცესშია და ამას თავადაც აღიარებენ”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ნაცმოძრაობა” არის პოლიტიკური პარტია, რომელსაც უკვე საჯაროდ ბრალი ედება, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნისას საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მავნებლობდა, უამრავი საჯარო მტკიცებულება არსებობს, არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიის დასკვნები და შემდგომში, დარწმუნებული ვარ, სასამართლოს გადაწყვეტილება. „ნაცმოძრაობა“ ახლა პოლიტიკურ ჭაობშია. ჭაობის პრინციპი კარგად ვიცით, რაც უფრო აქტიურობ, მით უფრო სწრაფად იძირები. ახლა „ნაცმოძრაობაში“ ეს პროცესი მიდის. რაც უფრო მეტს იაქტიურებენ, მით უფრო სწრაფად დასრულდება „ნაცმოძრაობა“ როგორც პოლიტიკური პარტია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.