ესპანეთში მოქალაქეები ქვეყნის პრემიერის გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ

ესპანეთის კონსერვატიული ოპოზიციური სახალხო პარტიის (PP) მხარდამჭერებმა მადრიდში საპროტესტო აქცია გამართეს და სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის გადადგომა მოითხოვეს.

დედაქალაქის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა და სანჩესის მემარცხენე მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა.

მომიტინგეები ასევე ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ.

მიზეზი პედრო სანჩესთან და მის ოჯახთან, ასევე პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალია. მედიის ცნობით, საუბარია სანჩესის კაბინეტის, ყოფილი ტრანსპორტის მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე. საქმე ეხება პანდემიის დროს ფულის გათეთრების სავარაუდო სქემას. უწყების ყოფილი ხელმძღვანელისთვის პროკურატურა 20-წლიან პატიმრობას ითხოვს.

სანჩესმა, რომელიც თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს, პირობა დადო, რომ თანამდებობას 2027 წლამდე, მიმდინარე საპარლამენტო ვადის დასრულებამდე არ დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები