წილოსანი – ოპონენტებზე: მათი ირონია მიგვანიშნებს, რომ ე.წ პოლიტიკოსები, „ენჯეოები“ და აქტივისტები ემხრობიან, თუნდაც ევროპის იდეისთვის დაკანონდეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება საქართველოში
“ეს ირონია იმაზე მიგვანიშნებს, რომ ე.წ პოლიტიკოსები, „ენჯეოები“ და აქტივისტები ემხრობიან, თუნდაც ევროპის იდეისთვის დაკანონდეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება საქართველოში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ოპონენტების რეაქცია შეაფასა.
„ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას – რომელზეც ჩვენ ვთქვით, რომ ზუსტად ეს იყო რისკი, რატომაც უნდა მიგვეღო საკონსტიტუციო ჩანაწერი, რატომაც უნდა მიგვეღო ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი, ჩვენი ოპონენტების მხრიდან ისევ მოჰყვა განსაკუთრებული ქირქილი და დაცინვა, რომ თითქოს ვინმე იცავს კაცებს გათხოვებისგან, თუმცა, ეს ირონია იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს ადამიანები, ე.წ პოლიტიკოსები, „ენჯეოები“ და აქტივისტები ემხრობიან, რომ თუნდაც, ევროპის იდეისთვის დაკანონდეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება საქართველოში. საკონსტიტუციო დონეზე, ქალისა და კაცის ერთობის გაჩენასაც მოჰყვა გარკვეული კრიტიკა. მაშინაც მოიძებნენ ადამიანები, რომლებსაც არ შერცხვათ, ეთქვათ, რომ ეს ჩანაწერი არ არის დასავლური“, – განაცხადა წილოსანმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებებს მთელი ბლოკის მასშტაბით უნდა სცენ პატივი.