ზუკა რურუა: თინა ბოკუჩავას განცხადება არის პოპულიზმი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზუკა რურუა მოსამართლეებისადმი თინა ბოკუჩავას იმ მოწოდებას გამოეხმაურა, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი წარმოებაში არ მიიღონ.

„ფაქტი ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დიდი ხნის დაკვეთა იყო, რომ აღნიშნული ქმედება განეხორციელებინა ხელისუფლებას. ყველამ ერთად კარგად ვნახეთ, რამდენი ადამიანი დაშავდა ამ პერიოდის განმავლობაში, რამდენმა ადამიანმა მიიღო კოლოსალური ზარალი, რამდენმა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე. მათი განცხადება და თინა ბოკუჩავას გამოსვლა არის პოპულიზმი“, – აცხადებს რურუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები