თორნიკე ფაღავა: ალეკო ელისაშვილი რადიკალური ოპოზიციის სიმბოლო და სახეა
,,ალეკო ელისაშვილი რადიკალური ოპოზიციის სიმბოლო და სახეა. მისი ეს საქციელიც ამ ყველაფრის ერთგვარი „დაგვირგვინებაა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ განაცხადა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ელისაშვილი შესაბამის სასჯელს მიიღებს.
„დარწმუნებული ვარ რომ შესაბამისი ორგანოები იმოქმედებენ კანონის სრული დაცვით და სიზუსტით და ბატონი ელისაშვილი მიიღებს შესაბამის სასჯელს“, – აღნიშნა ფაღავამ.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.