თამარ ჩერგოლეიშვილი გიგა ბოკერიასთან ხელის მოწერას ციხეში აპირებს
ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ის და გიგა ბოკერია სამოქალაქო ქორწინებაში დღემდე არ იმყოფებიან.
როგორც თამარ ჩერგოლეიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, მან გიგა ბოკერიასთან ოჯახი 2006 წელს შექმნა და მათ მაშინ მხოლოდ ჯვარი დაიწერეს.
„ფლირტი ჩემსა და გიგას შორის დიდი ხნის წინ, დაახლოებით 1997 წელს დაიწყო. 2006 წელს ვიქორწინეთ. რეალურად ვიქორწინეთ, პირობითი ნათქვამია, რადგან მხოლოდ ჯვარი გვაქვს დაწერილი. ხელი დღემდე არ მოგვიწერია. სამოქალაქო ქორწინებაში არ ვიმყოფებით. როდესაც ვიქორწინეთ, დედაჩემს მეზობელი შეხვდა და ასე უთხრა: „დედა რა კარგი გოგოა და იეღოველზე იქორწინა?! ფიქრობენ, რომ ვის უფლებებსაც იცავ, ის ხარ.. ახლა რასიზმის პრობლემა რომ დადგეს და გიგამ ფერადკანიანების უფლებები დაიცვას, ჩათვლიან, რომ გიგა ფერადკანიანია… სინამდვილეში ნიღაბი აქვს თეთრი. აქამდე ვფიქრობდი, რომ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა სახელმწიფოს საქმე არ არის. პრინციპულად ვთვლიდი, რომ ჩემი და გიგას ურთიერთობა აუცილებელი არ არის, დაამტკიცოს სახელმწიფომ. ახლა გავარკვიე, ახლა ხალხს რომ იჭერენ, გიგაც ხომ ჰყავთ მიზანში ამოღებული, ძალიან უნდათ, რომ დაიჭირონ. გავარკვიე, რომ თუ ცოლი არა ხარ, ანუ თუ ოფიციალურ ქორწინებაში არ ხარ, შეიძლება არ შეგიშვან. თუ იძულებული გავხდი, მერე ციხეში მოვაწერ ხელს“, – აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა გადაცემაში „ვანოს შოუ“..