ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 128-მდე გაიზარდა

ჰონგ-კონგის მაღალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე 128 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

მათ დასძინეს, რომ ქალაქში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძრის შემდეგ, 79 ადამიანი დაშავდა და შენობებში 16 ცხედარი რჩება.

სახანძრო სამსახურის ცნობით, რვავე კორპუსში ხანძრის სიგნალიზაციაც არაეფექტურად მუშაობდა.

ექსპერტებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ბამბუკის ხარაჩოებმა და სხვა სამშენებლო მასალებმა, რომლებიც შენობებში რემონტის გამო იყვნენ, შესაძლოა, ხანძრის სწრაფ გავრცელებას შეუწყვეს ხელი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძართან დაკავშირებული გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით სამი მამაკაცი დააკავეს და გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები