გიგი უგულავა საზოგადოებას “თბილისობას” ულოცავს

  თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საზოგადოებას თბილისობის დღესასწაულს ულოცავს. “ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ თბილისობის დღესასწაულს. ყოველთვის ვცდილობდი ჩემს თანამოზრეებთან და გუნდთან ერთად, ყოველ წელს ამ დღისთვის რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი გაგვეკეთებინა ჩვენი საყვარელი ქალაქისთვის, ყოველწლიურად ის ყოფილიყო უფრო განვითარებული, გაზრდილი და დამსგავსებოდა ნამდვილ ევროპულ დედაქალაქს, ამავე დროს არ დაეკარგა თავისი ტრადიციები და ისტორიული იერსახე. მეც თქვენთან ერთად მიხარია “თბილისობის” დღესასწაული, ყველაზე ძალიან კი თქვენი სითბო და დამოკიდებულება მავსებს და მამხნევებს. ის, კი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თბილისის განვითარების უახლეს ისტორიაში, ეს თქვენ ხართ – თბილისის მცხოვრებლები, მხოლოდ თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით შევძელით განგვეხორციელებინა უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს, რომ არა თქვენ ეს ყველაფერი ასეთი წარმატებული ვერ იქნებოდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები