“ძალიან არასერიოზულია, როდესაც ბატონი თაზო დათუნაშვილი აკეთებს განცხადებას „იგლ ჰილსის“ არასერიოზულობასთან დაკავშირებით” – მაჭავარიანი

“ძალიან არასერიოზულია, როდესაც ბატონი თაზო დათუნაშვილი აკეთებს განცხადებას „იგლ ჰილსის“ არასერიოზულობასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

კერძოდ, ის გამოეხმაურა „ლელოს“ წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებას „იგლ ჰილსის“ პროექტის შესახებ, რომ „არავითარი ექვს მილიარდიანი ინვესტიცია არ არსებობს“.

„ძალიან პოზიტიურია ის ორი პროექტი, რომელსაც ისინი განახორციელებენ. აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ეს არის სიგნალი დანარჩენი მსხვილი ინვესტორებისთვის მსოფლიოს მასშტაბით, რომ რადგან ასეთი მსხვილი ჯგუფი საქართველოში შემოდის, შესაბამისად საქართველოში არის იდეალური საინვესტიციო პირობები.

„ლელო“ არის დაბოღმილ მდგომარეობაში, ყველა კარგად აანალიზებს, მითუმეტეს ხაზარაძე და ჯაფარიძე, რომლებსაც ბიზნესი ძალიან კარგად ესმით, თუ რამხელა პოზიტიური გავლენა ექნება ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. რადგან ეს პოზიტიური გავლენა ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“, მათ ყველანაირად სურთ, რომ ხელი შეუშალონ ამ ინვესტიციას“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები