„კარგია, რომ ევროკავშირი საქართველოს შემოუერთდა ამ პათოსში,”- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე საუბრისას განაცხადა.
„ხელის გულზე დევს, რომ მათი მხრიდან ჩვენი კრიტიკა კონკრეტულად გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ემსახურებოდა იმას, რომ მათ არ სურდათ გაესაჯაროებინათ ის დაფინანსება, რაც მოდიოდა საქართველოში, რომელიც ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვას, პოლარიზაციის გაღრმავებას, ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტებზე თავდასხმას“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა გამჭვირვალობის კანონი გაამკაცრა – ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.