„აგრომაქს დეკორმა“ “ჩემი სახლის” ეზო გაამწვანა (ვიდეო)

  კომპანია „აგრომაქს დეკორის“ წარმომადგენლებმა საქველმოქმედო აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
კომპანიის თანამშრომლები „ჩემი სახლის“ მზრუნველობამოკლებულ აღსაზრდელ პატარებს ეწვივნენ.
“აგრომაქს დეკორის” წარმომადგენლებმა აღსაზრდელებისგან მიიღეს ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ “ჩემი სახლის” ეზოს დეკორატიული მცენარეები და ბუჩქებით უზრუნველყოფა ესაჭიროებოდა. კომპანიის წევრებმა “ჩემი სახლის” ხელმძღვანელთან, ნინელი ჭანკვეტაძესთან ერთად, აგრომაქს დეკორის სანერგე მეურნეობაში შეარჩიეს მათთვის სასურველი მცენარეები და სოციალურად დაუცველ ბავშვებთან ერთად აღნიშნული ტერიტორია გაამწვანეს, მრავალი სახეობის ნარგავი დარგეს. მათზე ზრუნვა და მოვლა „ჩემი სახლის“ აღსაზრდელ ბავშვებს დაევალათ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=-GxCDVh17Ek” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები