„მნიშვნელოვანია, რომ ბულგარეთი ჩვენი მხურვალე მხარდამჭერია ყველა იმ წამოწყებას შორის, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელობას ზრდის” – შალვა პაპუაშვილი

„მნიშვნელოვანია, რომ ბულგარეთი ჩვენი მხურვალე მხარდამჭერია ყველა იმ წამოწყებას შორის, რომელიც შუა დერეფნის მნიშვნელობას ზრდის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბულგარეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

„ბულგარეთთან ერთად ჩვენ ჩართული ვართ საერთო საქმეში, შავ ზღვაში ელექტროკაბელის პროექტის განხორციელებაში. ასევე პრეზიდენტმა ახსენა სხვა იდეები, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნები დაკავშირდეს, მათ შორის ისაუბრა მის ვიზიტზე, რომელიც ახლახანს შედგა ცენტრალურ აზიაში და ამ მხრივ, ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობის ფაზაში საქართველოს როლზე. ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენმა რეგიონმა უნდა გამოიყენოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და ამ მხრივ ჩვენ ბულგარეთთან საუკეთესო თანამშრომლობის გამოცდილება და მომავალი თანამშრომლობის იმედი გვაქვს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები