მაკა ბოჭორიშვილი Eagle Hills-ის პროექტზე – ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც ადასტურებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უკვე მიღწეულ შედეგებს და პერსპექტივებს

„ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც ადასტურებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უკვე მიღწეულ შედეგებს და პერსპექტივებს. აღნიშნული მიუღებელია სწორედ ამ ხალხისთვის, ვინც ასე თავგამოდებით ებრძვის Eagle Hills-ის პროექტის განხორციელებას საქართველოში და ათასნაირი დეზინფორმაციული კამპანიებით ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. უარყოფითი მხარეები, რაზეც საუბრობენ, არის მოგონილი, ხოლო ერთადერთი შეფასება, რაც ამ კამპანიას შეიძლება მიეცეს არის ის, რომ მათ არ სურთ საქართველოს განვითარება. – აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები