“საქმე ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა; კიდევ ერთხელ ვნახეთ, ერთ დროს მსოფლიოში საბანკო სექტორის ერთ-ერთი ფლაგმანი როგორ არაკეთილსინდისიერად იქცეოდა კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ” – იონათამიშვილი
“უკვე მერამდენედ, მაგრამ საბოლოოდ საქმე ბიძინა ივანიშვილის უპირობო გამარჯვებით დასრულდა. კიდევ ერთხელ ვნახეთ, ერთ დროს მსოფლიოში საბანკო სექტორის ერთ-ერთი ფლაგმანი, სინამდვილეში, როგორ არაკეთილსინდისიერად და ყაჩაღურად იქცეოდა კეთილსინდისიერი კლიენტის მიმართ. რასაკვირველია, ამის უკან, სინამდვილეში, სხვა ძალები იდგნენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, “ასეთ თემებს, არაფორმალურად, როგორც შანტაჟის მექანიზმებს, ისე გამოიყენებდნენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ”.
“აქამდე ვინც ვერ მიხვდა, რომ შანტაჟის არანაირი მეთოდი არ ჭრის და ვერც გაჭრის ბატონი ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წინაშე, კიდევ უფრო უარესი მათთვის. ბიძინა ივანიშვილს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს, რომ გადაწყვეტილებები მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისს“ სასამართლო დავა მოუგო.