რუსულ დრონებს ხარკოვში 4 ადამიანი ემსხვერპლა

24 ნოემბრის ღამეს, რუსულმა ძალებმა ხარკოვის ქალაქზე, დიდი რაოდენობით დრონების გამოყენებით, კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა განახორციელეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქზე სულ 16 დარტყმა მიიტანეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და ოცამდე დაშავდა.

ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, რუსული ძალების სამიზნე შევჩენკოს და სალტოვსკის რაიონებიც გახდა, სადაც ინფრასტრუქტურა მნიშვნელივნად დაზიანდა.

ხარკოვის გარდა, რუსულმა ჯარებმა საჰაერო იერიშები უკრაინის ოლქებზეც მიიტანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები