მრავალშვილიანი ოჯახები 1000 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კრიზისული დახმარების პროგრამას ახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების პროგრამის განხორციელება დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში მრავალშვილიანი და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ოჯახები 1000 ლარის ფარგლებში ერთჯერად დახმარებას მიიღებენ.
დღეს თბილისში 30-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს საკვებ პროდუქტებს, ტანსაცმელს,საყოფაცხოვრებო ტექნიკას და სხვა ნივთებს.
ორშაბათიდან კი ტვირთი რეგიონებში დარიგდება. წლის ბოლომდე კრიზისული პროგრამა 1000 ოჯახს დაეხმარება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა უშუალოდ გადასცა საკვები პროდუქტები კუპატაძეების ოჯახს, სადაც 4 ბავშვი იზრდება . ასევე სარეცხი მანქანა და საწოლები გადაეცემათ გამჯაშვილების ოჯახს , რომელთაც 12 შვილი ჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები