ქართული საზოგადოება არ დაუშვებს საქართველოს და მისი კუთხეების ანექსიას – ბაქრაძე

  “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ყველა დაინტერესებულ ძალას აფხაზეთის ანექსიისგან დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
როგორც დღეს ჟურნალისტებს ბაქრაძემ განუცხადა, რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობა მიმდინარეობს, რომელიც 1992 წელს კონფლიქტითა და ეთნიკური წმენდით დაიწყო და 2008 წელს აფხაზეთის ოკუპაციით გაგრძელდა, დღეს კი უკვე სიმშვიდეში მიმდინარეობს აფხაზეთის სამართლებრივი ანექსირების გზით ამ ყველაფრის საბოლოოდ დასრულება.
“ჩვენ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, მოვაწყოთ აქცია 15 ნოემბერს და მივაწვდინოთ ხმა საქართველოში, საქართველოს გარეთაც და მთელს მსოფლიოშიც, რათა ყველამ დაინახოს – ქართული საზოგადოება არ დაუშვებს საქართველოს და მისი კუთხეების ანექსიას. მე მივმართავ ყველა იმ პოლიტიკურ ძალს, რომელიც ხედავს საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთი არის ჩვენი მწარე წარსული, ხოლო საქართველოს მომავალი არის ევროპული ქვეყანა, სადაც ქართველები და აფხაზები ერთად ცხოვრობენ. მივმართავ ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ფიქრობს, რომ დღევანდელ სიტუაციაში ხელების ჩამოყრა და კაპიტულანტობა ნიშნავს საქართველოს ინტერესების ღალატს “, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები