კუბის მთავრობამ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ვენესუელაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს კუბის 32 მოქალაქე დაიღუპა.
დაღუპულთა პატივსაცემად 5 და 6 იანვარს ორდღიანი გლოვა გამოცხადდება, ხოლო დაკრძალვის ცერემონიის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფის საკუთარი მოვალეობის ერთგულმა ჩვენმა თანამემამულეებმა ღირსეულად და გმირულად შეასრულეს თავიანთი ვალი და თავდამსხმელებთან პირდაპირ ბრძოლაში სასტიკი წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ან ობიექტების დაბომბვის შედეგად დაეცნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.