ირაკლი შიხიაშვილი გარდაიცვალა

53 წლის ასაკში პოლიტიკოსი ირაკლი შიხიაშვილი გარდაიცვალა. ის მძიმე სენს ებრძოდა.

შიხიაშვილი 1992-1993 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეც-დანიშნულების დივერსიული ასეულის მეთაური (მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ საომარ მოქმედებებში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში; 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭი იყარა სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატად (“მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”);

2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამგორის რაიონის მაჟორიტად დეპუტატად იყარა კენჭი (ბლოკი “ახალი მემარჯვენეები”);

2004 წლის დეკემბრიდან 2008 წლის სექტემბრამდე მუშაობდა ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილედ;

2008 წლის ნოემბრიდან 2010 წლამდე მუშაობდა თბილისის მერიის სამობილიზაციო – საიდუმლო სამსახურის უფროსის მოადგილედ;

2010 წლის მაისიდან იყო თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი;

2012 წლის 11 ოქტომბრიდან ფრაქცია “თავისუფლება”-ს თავმჯდომარე;

2013-2014 წწ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე;

2014 წლიდან ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსი.

მედიაჰოლდინგი “კვირა” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები