მიხეილ ყაველაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზიდენტი ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

“როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველ ერს ილია მეორის ლოცვა, სიბრძნე და სულიერი სიმტკიცე აძლიერებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს 93 წლის გახდა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები