“გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, ამის მიზეზი მარტივია.
“როდესაც საკუთარი პოზიციები ცრუ ნარატივებსა და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ზუსტად იცი, რომ პირველივე არგუმენტირებულ საუბარში ეს ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვის შეხებით ჩამოგეშლება.
სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი “ევროპა” არ არსებობს”, – წერს პაპუაშვილი.