ვაჰაგნ ხაჩატურიანი: ძალიან სასიხარულოა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში სტუმრობა – ძალისხმევას არ დავიშურებთ ქართულ-სომხური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის

,,ძალიან სასიხარულოა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში სტუმრობა”, – ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ-სომხური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებენ.

„ჩვენი ურთიერთობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას. სომეხი ხალხისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე დამყარებული ურთიერთობები. ბოლო დროს მაღალი და უმაღლესი ორმხრივი ვიზიტები მკაფიოდ უსვამს ხაზს, როგორ მაღალ დონეზეა ჩვენი თანამშრომლობა.

ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობის პუნქტამდე მივიყვანეთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ყოველთვის სტრატეგიული იყო ეს ურთიერთობა, მაგრამ ახლა ოფიციალური სახე მიეცა. დღეს ჩემს პატივცემულ მეგობართან მეტად მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილე, მათ შორის ურთიერთთანამშრომლობის მრავალი სფერო და განგრძობითი ნაბიჯები. ასევე, განხილვის თემა იყო ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო პროექტები.

სომხეთი აქტიურად ემზადება გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის მე-17 კონფერენციისთვის და მერვე ევროპული სამოქალაქო ფორუმისთვის. ველოდებით მასში საქართველოს მონაწილეობას. ამასთან, განვიხილეთ რეგიონული საკითხები. შევეხეთ 8 აგვისტოს გაფორმებულ სამშვიდობო ხელშეკრულების საკითხებს და ეკონომიკურ პუნქტებს, რომლებიც თანხვედრაშია სომხეთის მიერ წარმოდგენილ მშვიდობის ხელშეკრულებასთან. მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც სუვერენიტეტის, იდენტობისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზეა დაფუძნებული. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება, ასევე ის პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, სამხრეთ კავკასიას აქცევს ლოგისტიკურ ცენტრად. კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, ძალისხმევას არ დავიშურებთ ქართულ-სომხური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“, – აღნიშნა ხაჩატურიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები