„ნაციონალური მოძრაობა“ მასშტაბური აქციისთვის ემზადება

  საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე 15 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ გამართავს. აქციის მიზანი საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო მეგობრობისთავის ხმის მიწვდენაა, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება აფხაზეთში ეთნიკურ წმენდას.
“საქართველო არასდროს შეეგუება საკუთარი მიწა-წყლიდან გამოდევნილ ნახევარ მილიონ ადამიანს და რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ოკუპაცია-ანექსიას. ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, და იქიდან გამომდინარე, რომ სახეზეა რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ღია და თავხედურად დე იურე ანექციის მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს, რომ ეს საკითხი იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, გადავწყვიტეთ, მოვაწყოთ საპროტესტო აქცია”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძემ, პარტიის სახელით, ოპოზიციურ ძალებს, ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდა აქციას შეუერთდეს. პარტია მზად არის 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები