საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა

საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო, მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებსა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა სომხეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მეტად განვითარების მნიშვნელობას, ამასთან, გამოითქვა მზადყოფნა გაღრმავდეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და ინტეგრაციული პროცესი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.

შეხვედრას სტუმართა მხრიდან, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სუმბატიანი, სომხეთის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ხაჩატურ პოღოსიანი, ეროვნული ასამბლეის წევრი შირაკ ტოროსიანი, ხოლო საქართველოს მხრიდან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები