გიორგი ვოლსკი კუბილიუსის განცხადებაზე: ეს არის შანტაჟი

,,ეს არის შანტაჟი. იკითხება პირდაპირი მუქარა საქართველოს ხელისუფლების და ზოგადად, საქართველოს მიმართ”, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას.

მისი თქმით, საზოგადოებამ გააკეთა თავისი დასკვნა, როდესაც არჩევანი გააკეთა სწორედ იმ პოლიტიკურ ძალაზე, ვინც სტაბილურობას ჰპირდება და გადარჩენის გზას.

„როცა ის ამბობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, პირველი, ეს არის ხელოვნურად შეჩერებული სწორედ მათი მხრიდან, „კუბილიუსების“ და „კოსების“ მხრიდან. ეს ერთი და მეორე, უფრო დიდი ამოცანა არსებობს, რომ საქართველო ჩათრეულ იქნეს იმ მსოფლიო დაპირისპირებაში რომელიც მიმდინარეობს და რომელსაც მხარს უჭერს ევროპული ბიუროკრატია. ჩვენმა საზოგადოებამ გააკეთა თავისი დასკვნა, როდესაც არჩევანი გააკეთა სწორედ იმ პოლიტიკურ ძალაზე, ვინც სტაბილურობას ჰპირდება და გადარჩენის გზას. ასე, რომ შანტაჟია რა საკვირველია, მაგრამ ორაზროვნება ამაში არ არის. იკითხება პირდაპირი მუქარა საქართველოს ხელისუფლების და ზოგადად, საქართველოს მიმართ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია დაუბრუნდეს გაფართოების პროცესს, თუ საქართველოში ცვლილებები მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები