თბილისში სამედიცინო ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა

თბილისის 1-ელი რაიონული სამსახურის N0139 ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინა.

ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.

“თბილისის 1-ელი რაიონული სამსახურის N0139 ბრიგადამ ქუჩის გამოძახება ლოზუნგით -„უგონო“ მიიღო.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქუჩაში შუა ხნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა.
ადგილზე მყოფების გადმოცემით, მამაკაცი ქუჩაში გადაადგილდებოდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და დაეცა. პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა.

ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება. მონიტორზე დაფიქსირდა პულსის გარეშე ელექტრული აქტივობა. უწყვეტად ტარდებოდა გულ- ფილტვის რეანიმაცია, რის შედეგადაც წამოვიდა პულსი. ექიმმა დაუყოვნებლივ დაიწყო ჰოსპიტალიზაციის პროცესი. გზაში მამაკაცის გული ისევ გაჩერდა, მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, სამედიცინო ბრიგადის წევრებს დასჭირდათ ელექტროშოკის და ადრენალინის გამოყენება. ფორსმაჟორულ სიტუაციაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით უახლოეს კლინიკაში შეიყვანა.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს და კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები