სოსიაშვილი – გახარიას „ჰერტის სკოლის“ სტიპენდიატობაზე: „დიფ სთეითის“ დაქირავებულ მოსამსახურედ მოგვევლინა და ცდილობენ საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან

„დიფ სთეითის“ დაქირავებულ მოსამსახურედ მოგვევლინა და ცდილობენ საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან“,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა გახარიას „ჰერტის სკოლის“ სტიპენდიატობაზე საუბრისას განაცხადა.

„საკმაოდ მძიმე ბრალდებებია. ერთი არის 20 ივნისის საკითხზე და მეორე, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე ფაქტი, ეს არის ჩორჩანას ამბავი, როდესაც მან უსაფრთხოების საბჭოსთან შეუთანხმებლად, თვითნებურად, დანაშაულებრივად გადადგა ნაბიჯი და საგუშაგო მოაწყო, რამაც გამოიწვია საოკუპაციო ძალების მხრიდან დამატებითი ძალების გადმოტყორცნა და მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი, ჩვენი ისტორიული მიწა-წყლის ადგილი მოექცა ოკუპანტის ხელში. „ჰერტის სკოლაში“ მის თანამშრომლად აყვანაზე, მარტივად შეგვიძლია ვნახოთ რა ხდება, „დიფ სთეითის“ დაქირავებულ მოსამსახურედ მოგვევლინა და ცდილობენ საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის შემდეგ უცხოელმა პატრონებმა ამჯერად გიორგი გახარია დაასაქმეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები