საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ნატო-სთან საქართველოს ახლადდანიშნულ წარმომადგენელსა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ნატო-სთან საქართველოს ახლადდანიშნულ წარმომადგენელსა და კატარის სახელმწიფოში საქართველოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ დიპლომატებს თანამდებობის დაკავება მიულოცა და მათ სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია, ხოლო კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ვარლამ ავალიანი დაინიშნნენ.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები