მამაკაცმა 500 დოლარად ყუთი იყიდა და შიგნით 7,5 მილიონი დოლარი აღმოაჩინა
აშშ-ში, სამხრეთ კალიფორნიაში, აუქციონზე შეძენილ სათავსო ყუთში მამაკაცმა დაახლოებით 7,5 მილიონი დოლარი აღმოაჩინა. შემთხვევა „Storage Wars“-ის აუქციონერის, დენ დოტსონის, მონათხრობიდან გახდა ცნობილი.
დოტსონის თქმით, მამაკაცმა ერთ-ერთი საცავი 500 დოლარად შეიძინა. ყუთის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა დიდი ზომის სეიფი, რომლის გახსნისას შიგნით ნაღდი ფულის დიდი ოდენობა, დაახლოებით 7.5 მილიონი დოლარი, იპოვეს.
დოტსონის განცხადებით, მოგვიანებით საცავის ყოფილი მფლობელის იურიდიული წარმომადგენლები მყიდველს დაუკავშირდნენ და თანხის დაბრუნება მოითხოვეს. მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მყიდველს 1.2 მილიონი დოლარი შესთავაზეს როგორც კომპენსაცია, დანარჩენი თანხის დაბრუნების სანაცვლოდ.
როგორც მედია წერს, შემთხვევაზე დამატებითი ოფიციალური დოკუმენტაცია ან სამართლებრივი ჩანაწერები არ გავრცელებულა.