თორნიკე ჭეიშვილი – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს ფაქტობრივად დაევალა ხელმეორედ გამოძიება 20 ივნისის საქმის, რომ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ყოფილიყო საბოლოოდ გარკვეული

“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს ფაქტობრივად დაევალა ხელმეორედ გამოძიება 20 ივნისის საქმის, რომ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ყოფილიყო საბოლოოდ გარკვეული,”- ამის შესახებ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

“საკუთარი თვალით ვიხილეთ ყველამ შესაბამისი მოქმედებები. ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად არის გადმოცემული პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნაში. ასევე, საგულისხმოა, რომ არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იმასთან მიმართებით, რომ საქართველოს ფაქტობრივად დაევალა ხელმეორედ გამოძიება, რომ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ყოფილიყო საბოლოოდ გარკვეული. დანარჩენი უკვე არის გამოძიებისა და სასამართლოს საქმე,” – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას 20 ივნისის ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები