თორნიკე ჭეიშვილი: ბრიუსელი იმდენად არის შეჭრილი მენტორის როლში, ვხედავთ, რომ უკვე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანიც კი ეხმაურება მათ ამგვარ პოზიციონირებას

“ბრიუსელი იმდენად არის შეჭრილი მენტორის როლში, ვხედავთ, რომ უკვე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანიც კი ეხმაურება მათ ამგვარ პოზიციონირებას,” – ამის შესახებ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.

„ამის ძალიან კარგი მაგალითია თუნდაც საქართველო, სადაც ევრობიუროკრატები უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ გარკვეული დიქტატის თავს მოხვევის რეჟიმში არამც და არამც მათ არ გაუვათ სუვერენულ სახელმწიფოებთან და ერებთან ურთიერთობების გარკვევა“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა:
„არ მგონია, რომ ევროკავშირმა უნდა განსაზღვროს საერთაშორისო სამართალი. ევროკავშირი ვერ გვასწავლის როგორ უნდა დაიცვას აშშ-მა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები