უშიშროების საბჭო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები თეონა აქუბარდია და ივლიანე ხაინდრავა კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში მომუშავე ექსპერტებს შეხვდნენ. უშიშროების საბჭოს საუბრის მთავარი თემა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება“ და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები იყო.
შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა ექსპერტებისგან მოისმინეს რეკომენდაციები რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობაზე საქართველოს მხრიდან რეაგირებასთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, შექმნილ ვითარებაში, აუცილებელია არაღიარების პოლიტიკის გატარების გაგრძელება და საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართვა საქართველოს დეოკუპაციის პროცესში. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები