“საქართველო დღეს არის ლიდერი რეგიონში კორუფციის სიმცირით, თუმცა, მთავრობის მიზანი არის, რომ საქართველო იყოს საუკეთესო სამეულში” – შალვა პაპუაშვილი
“საქართველო დღეს არის ლიდერი რეგიონში კორუფციის სიმცირით, თუმცა, მთავრობის მიზანი არის, რომ საქართველო იყოს საუკეთესო სამეულში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
“როდესაც ასეთი მასშტაბის კორუფციული დანაშაულები გამოვლინდა, გამოვლინდა გარედან ჩარევით. ეს არის გამოვლენა კორუფციული გარიგებებისა, ეს ფული უკრაინის ეკონომიკიდან წარმოშობილი ფულია? ეს არის სწორედ ის თანხები, რომელიც უკრაინაში მიდის დახმარების სახით.
ამიტომ აქ არის ორმაგი პრობლემა, ერთი ეს არის, რომ აღმოჩნდა სავარაუდოდ როდესაც ასეთი მასშტაბის კორუფცია არის შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გარედან იყოს ხალხი გარეული ამ კორუფციაში,მეორე კი აჩვენებს, რომ ის დახმარებები, რომელიც უკრაინაში მიდის რამდენიმე პირის გამდიდრებას ემსახურება.
როდესაც ირაკლი კობახიძე ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად, ზუსტად მაშინ ითქვა, თუ რა იქნება ძირითადი მიმართულებები და სტრატეგია მთავრობისა, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
საქართველო დღეს არის ლიდერი კორუფციის სიმცირის გამო რეგიონში, თუმცა ჩვენი მიზანია სამეულში ყოფნა, კორუფციის სიმცირის გამო.
კორუფციის ყველა ხვრელი უნდა ჩაიკეტოს – ყველა, ვისაც კორუფციაზე ხელი წაუცდება, უნდა გამოვლინდეს. თქვენ ხედავთ, რომ შესაბამისი უწყებები ხელს არავის აფარებენ, არ არსებობს ავტორიტეტი, რომელსაც ისინი მოერიდებიან, როდესაც საქმე ეხება კორუფციას.
ვინც ჩაიდენს დანაშაულს, იქნება გამოვლენილი, ამ პოლიტიკას ვახორციელებთ. მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი უწყებები ამ მხრივ ძალიან ეფექტიანად მუშაობენ”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.