შალვა პაპუაშვილი: საქართველოს მთავრობის ძირითადი მიმართულება არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

„საქართველოს მთავრობის ძირითადი მიმართულება არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კორუფციის ყველა ხვრელი უნდა ჩაიკეტოს.

„კორუფციის ყველა ხვრელი უნდა ჩაიკეტოს, ყველა, ვისაც კორუფციაზე ხელი წაუცდება უნდა გამოვლინდეს. თქვენ ხედავთ, რომ შესაბამისი უწყებები ხელს არავის აფარებენ, არ არსებობს ავტორიტეტი, რომელსაც ისინი მოერიდებიან, როდესაც საქმე ეხება კორუფციას. ვინც ჩაიდენს დანაშაულს, ეს დანაშაული იქნება გამოვლენილი, ამ პოლიტიკას ვახორციელებთ. მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი უწყებები ამ მხრივ ძალიან ეფექტიანად მუშაობენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი – პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები