პოლიციამ ბათუმში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ბ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, მეზობლად მცხოვრებ – 1978 წელს დაბადებულ ი.მ. -ს დანის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

პოლიციამ ა.ბ. ბრალდებული სახით ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები