აშშ-მა „კეისრის აქტის“ ფარგლებში სირიისთვის დაწესებული სანქციები 180 დღით შეაჩერა

აშშ-მა „კეისრის აქტის“ ფარგლებში სირიისთვის დაწესებული სანქციები 180 დღით შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, გადაწყვეტილება აჩერებს სანქციებს, გარდა რუსეთსა და ირანთან დაკავშირებული გარკვეული ტრანზაქციებისა.

ცნობისთვის, აშშ-მა „კეისრის აქტი“ 2020 წელს მიიღო.

სირიის სამოქალაქო დაცვის აქტის” თანახმად, სანქციები შეეხებოდა ყველა იმ კომპანიას, რომელიც თანამშრომლობდა ასადის რეჟიმთან, ასევე მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც კავშირში იყვნენ სირიის მთავრობასთან და ყველას, ვინც სირიის ფინანსურად დახმარებას შეეცდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები