საკრებულომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბუკი შეშელიძეს დაუჭირა მხარი

საკრებულოს სამი გაერთიანებული კომისიის სხდომაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ჯაბუკი შეშელიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
საკრებულოს სამი კომისიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, განათლების და კულტურის და იურიდიულ საკითხთა კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად თბილისის მერის მიერ წარდგენილ კანდიდატს უმრავლესობის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობა თემურ გიორგაძეს ეკავა, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები