დავით ზალკანიანი: თედო ჯაფარიძეს კრეატიული იდეები აწუხებს
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის ინიციატივას პასუხობს.
“ბატონ თედოს აქვს კრეატიული იდეები, მაგრამ ჟენევის ფორმატს თავისი წესები აქვს. ამიტომ ამ ეტაპზე სჯობს, იმ წესებს გავყვეთ”,- განაცხადა ზალკალიანმა.
ჟენევის მოლაპრაკებებში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების, კერძოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილის ჩართვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თედო ჯაფარიძემ დღეს პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შესთავაზა.
ჯაფარიძე ფიქრობს, რომ საკითხები, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებების დროს განიხილება, თითოეული მოქალაქის გადასაწყვეტია და პასუხისმგებლობას მარტო მთავრობა არ უნდა იღებდეს. მით უმეტეს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” კარგი გამოცდილება აქვს.