დე ფაქტო აფხაზეთის ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან აღიარებას ითხოვს

დე ფაქტო აფხაზეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან აღიარებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერფაქსი“ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ვალერი არშბას სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ეს მოთხოვნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან კოსოვოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღიარებას მოჰყვა.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა წუხელ, სერბული მხარის პროტესტის მიუხედავად, კოსოვოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წინასწარ აღიარა. მის სპორტსმენებს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რიო-დე ჟანეიროში გამოსვლის რეალური შანსი აქვთ.
„კოსოვოც ბევრი ქვეყნის მიერ არ არის აღიარებული და თუ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ფიქრობს, რომ ამ ქვეყნის ოლიმპიურ კომიტეტს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში შესვლა შეუძლია, მაშინ რატომ არ უნდა იყოს აფხაზეთი ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი?“, – განაცხადა არშბამ.
არშბას განცხადებით, დე ფაქტო აფხაზეთი ამ საკითხში რუსეთისგან ელის დახმარებას, რადგან დე ფაქტო აფხაზეთის და რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტებს შორის თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერა იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები