დავით ზალკალიანი: გიორგი მარგველაშვილმა ბელგიაში ვიზიტი თავად გადადო

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლას უარყოფს და აცხადებს, რომ ის თავად გიორგი მარგველაშვილმა გადადო. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად ბრიუსელში პარლამენტის თავმჯდომარე გაემგზავრება.
„ვერ ვიტყვი, რომ ვიზიტი ჩაშლილია, ეს იყო ორმხრივი ვიზიტი და არა ვიზიტი ევროკავშირის ფარგლებში. ბელგიის ინიციატივით, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები იმართება. პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ უნდა მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა და ამიტომ ამის თაობაზე ოფიციალური არხებით ბელგიური მხარისათვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია. უკვე ცნობილია, რომ მის ნაცვლად ბელგიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გაემგზავრება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ ვიზიტის გადადების შესახებ გამართულ ოფიციალურ კომუნიკაციაში ბელგიურ მხარესთან არანაირ პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი არ ყოფილა და ეს გამოგონილი ფორმულირებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები