„რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებამ სახიფათო ნიშნულს მიაღწია“

“მუსლიმ და მართლმადიდებელ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გახშირდა და სახიფათო ნიშნულს მიაღწია. არ გამოვრიცხავ, ეს დაპირისპირება გარკვეული ძალების მიერ იყოს ორგანიზებული“,- აღნიშნული გაცხადება პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარემ – ფიქრია ჩიხრაძემ საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
ფიქრია ჩიხრაძიემ მუსულმანი მოსახლეობის მიერ გამართულ აქციაზე მოქმედებებისთვის პოლიცია გააკრიტიკა და რელიგიურ საკითხთა სააგენტოს საკითხის მოგვარება მოსთხოვა.
„გამორიცხული არ არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას რუსეთი თავის სასარგებლოდ არ გამოიყენებს. რელიგიური ნიშნით დაპირისპირება ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხია. . ნუ მოვიტყუებთ თავს, რომ საქართველოში ეს პრობლემა არ არსებობს. ბოლო ხანებში მუსლიმ და მართლმადიდებელ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება გახშირდა და სახიფათო ნიშნულს მიაღწია. ხელისუფლებას ძალიან ფრთხილი და ადეკვატური მოქმედება მართებს. ეს დაპირისპირება დაინტერესებული მხარისთვის საკმაოდ ნოყიერ ნიადაგია“ – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში ფიქრია ჩიხრაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი რელიგიურ საქმეთა სააგენტომ სასწრაფორ უნდა მოაგვაროს: „პრობლემა უსერიოზულესია. ხელისუფლებას ძალიან ფრთიხლი და ადექვატური მოქმედება მართებს. ეს სახელემწიფოებრივი პრობლემაა და არაცერთ შემთხვევაში არ უნდა გაღრმავდეს. ძალიან მაინტერესებს, სხვა რა ფუნქცია აქვს რელიგიურ საქმეთა სააგენტოს, თუ მსგავს საქმეებზე დროულ რეაგირებას არ მოხდენს? სწორედ მისი ფუნქციაა პრობლემის მოგვარება და არა გუბერნატორის თუ ძალოვანი უწყებების“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები