აბიტურიენტებს, შესაძლოა, კიდევ ერთი არჩევითი საგანი დაემატოთ
მომავალი წლიდან აბიტურიენტებმა შესაძლოა, კიდევ ერთი საგანი ჩააბარონ. სამოქალაქო განათლების დამატებით საგნად არჩევის ინიციატივა განსახიველად უკვე უმაღლეს სასწავლებლებს გადაეცათ. როგორც მიმინოშვილმა “კურიერის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა, საგანი სავალდებულო წესით სკოლებში, კერძოდ მე-9, მე-10 კლასებში ისწავლება, ხოლო მე-11, მე-12 კლასებში კი ის არჩევითია. აქედან გამომდინარე, ეს საგანი აბიტურიენტებისთვის უცხო არ უნდა იყოს.
„ეს გახლავთ ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივა, თუმცა გადაწყვეტილება არ არის მიღებული. უპირველეს ყოვლისა, გადაწყვეტილება უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა მიიღოs, თუ, რა თქმა უნდა, მას საჭიროდ მიაჩნია კონკრეტულ ფაკულტეტზე უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისათვის.
ასე, რომ აბიტურიენტებისთვის ეს საგანი სავალდებულო არ იქნება და გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ის არჩევითი საგნების ნუსხაში მოხვდება. გადაწყვეტილების მიღებაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც მონაწილეობს. ყველანი შევთანხმდებით იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის დემოკრატიული და სამოქალაქო ღირებულების ჩამოყალიბება. ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. როგორც ვიცი, განათლებისა და მეცნიერების სამინიოსტრო დაბალ საფეხურებზეც აპირებს სამოქალაქო განათლების სავალდებულო საგნად შემოღებას“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო განათლება მეცხრე და მაეთე კლასებში სავალდებულო საგანია. მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასში კი-არჩევითი.