ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებულ მოლოდინებზე: უარყოფითი დამოკიდებულება ექნებათ იმასთან დაკავშირებით, რომ ვერც ერთი რევოლუცია ვერ შედგა
„უარყოფითი დამოკიდებულება ექნებათ იმასთან დაკავშირებით, რომ ვერც ერთი რევოლუცია ვერ შედგა”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებულ მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ტრადიციული ღირებულებების და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დამცველია.
„უარყოფითი დამოკიდებულება ექნებათ იმასთან დაკავშირებით, რომ ვერც ერთი რევოლუცია ვერ შედგა. უარყოფითი დამოკიდებულება ექნებათ იმაზე, რომ ფარული დაფინანსება აიკრძალა საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების. უარყოფითი დამოკიდებულება ექნებათ იმაზე, რომ საქართველოში მედია სივრცე, განსხვავებით ბევრი ევროპული ქვეყნისგან არის რეალურად პლურალისტური. უარყოფითი დამოკიდებულება ექნებათ იმაზე, რომ სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ რევოლუციები, რომელიც არის არაკონსტიტუციური ქმედება არ დაუშვას. უარყოფითი დამოკიდებულება ექნებათ იმაზე, რომ ჩვენ ტრადიციული ღირებულებების და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური დამცველები ვართ და ჩვენთვის ლგბტ იდეოლოგია არ არის ჩვენი ქცევის განმაპირობებელი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის გაფართოების შესახებ დღეს ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდება.