სამხედრო მოსამსახურეებისთვის კინოჩვენება გაიმართა
„ჯარის მეგობართა საზოგადოების“ პროექტის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებისთვის კინოჩვენებები გრძელდება. დღეს, მე-4 მექანიზირებულ ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებისთვის რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის „იავნანა“ ჩვენება გაიმართა.
კინოჩვენებას სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად რეჟისორი და მთავარი როლების შემსრულებლები, ნატა მურვანიძე და ნიკა თავაძე დაესწრნენ. ფილმის დასრულების შემდეგ, რეჟისორმა ფილმის გადაღების პროცესი გაიხსენა და სამხედრო მოსამსახურეების კითხვებს უპასუხა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფებში ფილმების ჩვენება თავდაცვის სამინისტროსა და კინოცენტრს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. სამხედრო მოსამსახურეებისთვის მსგავსი ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება.