“მოვუწოდებთ სააკაშვილს, ვიდრე მის შიდაპარტიულ კულუარებს გარეთ გამოიტანს, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, მათ შორის, 4 ოქტომბერზე” – გიორგი შარაშიძე
“მიხეილ სააკაშვილის გარშემო ერთობაში ჩვენს თავს არ ვხედავთ. ეს კითხვაც კი არარელევანტურია. სააკაშვილთან არასოდეს არაფერი გვაკავშირებს. მოვუწოდებთ, ვიდრე მის შიდაპარტიულ კულუარებს გარეთ გამოიტანს, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, მათ შორის 4 ოქტომბერზე”, – ამის შესახებ „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
კერძოდ, შარაშიძე გამოეხმაურა სააკაშვილის პოსტს, სადაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს.
„არაერთხელ მივუთითეთ, რომ მიხეილ სააკაშვილიც იყო პასუხისმგებელ პირთა სიაში, ვინც 4 ოქტომბრის სპეცოპერაციით „ქართული ოცნება“ გააძლიერა და ლეგიტიმაციის კრიზისის დაძლევის საბაბი გაუჩინა. მის პოსტებს რომ გადახედოთ, დარწმუნდებით, როგორი წვლილი შეიტანა სააკაშვილმა 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში. პარადოქსია, რომ ამის შემდეგ კიდევ სხვაზე საუბრობს. რაც შეეხება გილაურს და 40 მილიონს, ჩვენთვის ეს ახალი არ არის. ერთ-ერთი მთავარი კრიტიკული კითხვა სწორედ ამას ეხებოდა. სააკაშვილის მხრიდან სიახლე არაფერია, ის ყველაფერი დაადასტურა, რაზეც ვსაუბრობდით. სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ ყოველთვის ვემიჯნებოდით, მათ შორის „ახლებს“, რადგან მათი ფრთების ქვეშ არიან“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.