მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: ძალიან კარგად იციან, რომ 6-ნახევარი მილიარდის ინვესტიცია 2-3 წელიწადში პოზიტიურად აისახება საქართველოს ბიუჯეტსა და ეკონომიკაზე

“როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ, საკუთარი წარუმატებლობის ხარჯზე, არ გიხაროდეს ასეთი დიდი ინვესტიცია ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

ის არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანიის, “ემაარ ჯგუფის” პროექტზე ოპოზიციის კრიტიკას აფასებს.

“ძალიან კარგად იციან, რომ 6-ნახევარი მილიარდის ინვესტიცია 2-3 წელიწადში პოზიტიურად აისახება საქართველოს ბიუჯეტსა და ეკონომიკაზე. მათ ეს ყველაფერი მშვენივრად ესმით, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისი იქ არაფერი არ იქნება და პირადად მას სარგებელი არ ექნება, აი, ასე, საჯაროდ აღიარეს ბოღმას”, – აცხადებს მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები