ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილი აგონიაშია, მისი განცხადებები საინტერესო არ არის
,,რთულია იმის თქმა, რა სტრატეგია აქვს არჩეული სააკაშვილს, აგონიაშია, მისი განცხადებები საინტერესო არაა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, რომელი „ნაცი“ რა სტრატეგიას მიჰყვება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
„ოპოზიციის ყოველგვარი გაერთიანება აბსურდია იქიდან გამომდინარე, რომ მათი პატრონები ჩამოყალიბდნენ, გამიჯნონ, „ნაცმოძრაობა“ „ლელო“-სგან და გახარიასგან, რადგან თავიანთი წარსული ვერ ჩამორეცხეს. ახლა ფსონი გახარიას პარტიასა და „ლელო“-ზეა დადებული. ეს ამ პარტიებს შორის ბუნებრივ დაპირისპირებას იწვევს. სააკაშვილის სტატუსიც ამას ცხადყოფს. ისინი ქვეყანას ასეთი ზიზღით და სიძულვილით მართავდნენ. ეზიზღებოდათ არა მხოლოდ ყველაფერი ქართული, არამედ საკუთარი შემადგენლობაც. სააკაშვილი-გილაური ერთმანეთს რას დააბრალებენ, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ერთნაირები არიან. ახლა ასეთი არაკაცები ერთმანეთზე ჭორაობენ, ისინი ჩვეულებრივი „ნაცები“ არიან და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვის რას დააბრალებს. რა სტრატეგია აქვს სააკაშვილს არჩეული, ამის თქმა რთულია, აგონიაშია. ჩვენთვის მისი განცხადებები საინტერესო არაა, რომელი „ნაცი“ რა სტრატეგიას მიჰყვება, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.