ლევან მაჭავარიანი: იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის, ევროკავშირში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება

,,ჩვენ ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ 2030 წლისთვის, ევროკავშირში სიტუაცია რადიკალურად იქნება შეცვლილი. დარწმუნებულები ვართ, რომ ისევე როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ 5 წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს, გაიმარჯვებს საღი აზრი და დაუბრუნდება იმ ღირებულებებს, რის გამოც ჩვენ ამ გაერთიანებაში მივისწრაფვით”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ ევრობიუროკრატები პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ ლიდერებს პოლიტპატიმრებს უწოდებენ, სანამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებენ, ურთიერთობები ამ რეჟიმში გაგრძელდება.

„კონკრეტული ევრობიუროკრატები „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, ფაქტები ვერ მოჰყავთ. მათ მტკიცებულებები არ გააჩნიათ და საუბრობენ მხოლოდ რაღაც აღქმებით. დღემდე არ დამთავრებულა საუბარი იმაზე, 2024 წლის არჩევნები იყო თუ არა ლეგიტიმური. რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო. ჩვენი ლეგიტიმაციის წყარო არის ქართველი ხალხი. ეუთო/ოდირის ანგარიში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იყო პოზიტიური. ევრობიუროკრატებს ეს ანგარიში არ აწყობდათ, შესაბამისად, აღარ ითვალისწინებდნენ. კარგად გახსოვთ, რა კამპანიას ეწეოდნენ ევრობიუროკრატები ეუთო/ოდირის ჩარეცხვასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ეს არის კორუმპირებული ორგანიზაცია, მოსყიდული ორგანიზაცია ჩვენ მიერ და ა.შ. რა თქმა უნდა, სანამ იმ ოპოზიციონერ ლიდერებს, რომლებმაც დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი, პოლიტპატიმრებს უწოდებენ, სანამ არ აღიარებენ ჩვენს არჩევნებს, სანამ არ სცემენ პატივს ჩვენს სუვერენიტეტს, ეს ყველაფერი ამ რეჟიმში გაგრძელდება. თუმცა ჩვენ ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ როდესაც 2030 წელი მოვა, ევროკავშირის გაფართოების წელი, იმ დროისთვის იქ რადიკალურად იქნება სიტუაცია შეცვლილი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ 5 წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს, გაიმარჯვებს საღი აზრი და დაუბრუნდება რეალურად იმ ღირებულებებს, რის გამოც ჩვენ მივისწრაფვით ევროკავშირში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები