თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროპოლიტენი ღამის პირველ საათამდე იმუშავებს
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით 25-26 ოქრომბერს მეტროპოლიტენი და საბაგირო ღამის პირველ საათამდე იმუშავებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ჯაჭვლიანმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, გარკვეული შეზღუდვები დაწესდება ავტოტრანსპორტისთვის.
„თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, საბაგიროთი მგზავრობა უფასო იქნება”, – აღნიშნა ჯაჭვლიანმა.
თბილისობის დღესასწაული 25-26 ოქტომბერს გაიმართება.